


დებატები საჯარო პოლიტიკაზე: ჰავიერ სოლანა და სტრობ ტელბოთი
30 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ფორმატში -„დებატები საჯარო პოლიტიკაზე" ჰავიერ სოლანასა (ნატოს გენერალური მდივანი 1995-1999 წლებში; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო-საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში 1999-2009 წლებში) და სტრობ ტელბოთს (ამერიკელი დიპლომატი, ჟურნალისტი და მეცნიერი, ბრუქინგსის ინსტიტუტის Brookings Institution პრეზიდენტი) შეხვდნენ.
დებატების თემა იყო საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა. ჰავიერ სოლანას აზრით, ოცდამეერთე საუკუნეში მთავარ პრობლემებს წარმოადგენს სიღარიბე, კლიმატის ცვლილება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საფრთხე; ხოლო სტრობ ტელბოთმა ამ კუთხით გამოკვეთა ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა: ტერორიზმი და არშემდგარი სახელმწიფოებიდან მომდინარე საშიშროება.
სტუდენტების კითხვები ძირითადად რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, ევროპის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, ენერგოუსაფრთხოებას და ევრო-ატლანტიკური კავშირის კამპანიებში საქართველოს როლის შეფასებას ეხებოდა.
მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მისამართით ორივე სტუმრის მხრიდან იყო მოწოდება, რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული გზით სვლა, რათა საბოლოოდ მოხდეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.