


დებატები საჯარო პოლიტიკაზე
პროექტის „დებატები საჯარო პოლიტიკაზე" მორიგი შეხვედრა 4 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. თემაზე - "რეინტეგრაციის პოლიტიკა" ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ და ტრადიციულად, დისკუსიის მოდერატორმა, თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, დავით სიხარულიძემ.
სტუდენტების შეკითხვები ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივებსა და ამ საკითხში ევროპის მონაწილეობას შეეხებოდა. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს სტრატეგიაზე, ერთგვარ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგენს. სტუდენტებისა და დებატების სტუმრების დისკუსიისას ცალსახად გამოიკვეთა აზრი, რომ კონფლიქტების დარეგულირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც საერთაშორისო მხარდაჭერას ენიჭება.