ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დავით საყვარელიძე ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა საჯარო ლექციების სერიის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მოუწყო მორიგი შეხვედრა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე, ბატონ დავით საყვარელიძესთან.

ლექციაზე ბატონმა დავითმა ისაუბრა ანტინარკოტიკულ კამპანიაზე, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო და რომელშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს პროკურატურა, მან ასევე ისაუბრა სტატისტიკაზე, რომელიც შეეხებოდა ბოლო წლების განმავლობაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობის ცვლილებასა და დღეისათვის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების საგრძნობლად შემცირებას. ბატონი დავითის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის საქართველოს პროკურატურის აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკის შავ ბაზარზე შემოდინების აღსაკვეთად. იგი ასევე შეეხო ნარკოტიკის მომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ სიახლეს, რომლის საშუალებითაც ნარკოტიკის მომხმარებლებს ეძლევათ ალტერნატიული საშუალება, მივიდნენ და განიკურნონ მავნე ჩვევისგან.

ლექციის ფორმატი ითვალისწინებდა ინტერაქციული მეთოდის გამოყენებას, შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა საშუალება, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და დაესვა შეკითხვები.

ბანერები