
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
დაიწყო მიღება პროგრამაზე „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებულთათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“.
ლექციები დაიწყება 19 აპრილიდან და გაიმართება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს.
დრო: 18:00-21:00 საათი
ფორმატი: დისტანციური
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე https://forms.gle/HPPMDoEfwec89B526
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი
სწავლის საფასური: 290 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91.
2023 წელი