


ცხენები ახალგაზრდა ფოტოგრაფების ობიექტივში
3 აპრილს ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი და მის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ”თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან (ილიაუნის საცხენოსნო ცენტრში)” ფინალი გაიმართა.
გამოვლინდა კონკურსის 3 გამარჯვებული, რომლებიც ჟიურის წევრებმა გურამ წიბახაშვილმა (თავმჯდომარე), ცირა ბარბაქაძემ, მამუკა კიკალიშვილმა, ზურაბ გურიელიძემ , იასონ ბადრიძემ, კახაბერ შარტავამ, მიშა გიორგაძემ და დათო ქორიძემ გამოავლინეს.
I ადგილი - მარიამ პატიაშვილი
II ადგილი - სოფიკო ხაჩიძე
III ადგილი - დიანა ვარდანაშვილი და მარიამ ოსაძე
გამარჯვებულებს დიპლომები და პრემიები (1-ლი პრემია _ 500 ლარი, მე-2 პრემია _ 300 ლარი, მე-3 პრემია _ 200 ლარი) გადასცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.საკუთარი რჩეული დაასახელა ასევე kikalastudio-მ.მარიამ პატიაშვილი გახდა kikalastudio-ს ფავორიტი, მას დაუმზადდება პორთფოლიო და ექნება სტუდიაში მუშაობის საშუალება.