


"ცოცხალი წიგნები" – ინტერაქტიული ლიტერატურა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საზოგადოებას კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი - LIBRI VIVI - ”ცოცხალი წიგნები” წარუდგინა. პრეზენტაციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
WWW.LIBRIVIVI.GE არის ინტერაქტიული ლიტერატურული პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს ავტორს, საკუთარი ნაწარმოები მკითხველს წერის პროცესში მიაწოდოს, მიიღოს გამოხმაურება და ჩაერთოს მკითხველთან დიალოგში. მკითხველს კი საშუალება ეძლევა ბევრად უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე ქაღალდის ან ელექტრონული წიგნებია, მიიღოს მისთვის საინტერესო ტექსტი, მიჰყვეს მის განვითარებას და მონაწილეობდეს შექმნის პროცესში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი მწერლები ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი. მათთან ერთად პროექტში უკვე ჩაერთნენ აკა მორჩილაძე და ნინო ტეფნაძე.
10 მარტამდე პორტალზე რეგისტრაცია უფასო იქნება. ყოველი რეგისტრირებული მკითხველი მიიღებს ორკვირიან უფასო წვდომას სასურველ ავტორზე. შემდეგ პორტალზე რეგისტრაცია ფასიანი გახდება. რეგისტრაციის, ანუ ყოველი ავტორის წლიური „გამოწერის ფასი“, იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წლის განმავლობაში რამდენიმე “მყარი“ წიგნის შეძენა.