ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ჩრდილო კავკასია წარსულსა და მომავალს შორის”

19-21 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ”ჯემსთაუნის ფონდის” ორგანიზებით სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდა რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ”უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩრდილო კავკასია წარსულსა და მომავალს შორის”.

კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია, მონაწილეობდა ოთხმოცამდე ექსპერტი მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნიდან; მონაწილეთა შორის იყვნენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლორდი ფრენკ ჯადი, ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ანდრე გლუკსმანი, ცნობილი ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის გროზნოს ფილიალის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ლიდია უსუპოვა, ყაბარდო–ბალყარეთის რესპუბლიკის რეგიონალური ორგანიზაციის „ჩერქეზული კონგრესის“ თავმჯდომარე რუსლან კეშევი, ისრელის ჩეჩნური დიასპორის ლიდერები ალი ჰადიში და იანუა ჰუნი, დიასპორის წარმომადგენლები გერმანიიდან ომარ ერკანი და ზაურ გედუადშე, თურქეთიდან კი გიდენ ბაასი, ცნობილი მეცნიერები პაველ ბაევი, მიტატ ჩელიკპალა, პეტერ რედვეი  და სხვები.

კავკასიის რეგიონში განვითარებულმა უარყოფითმა მოვლენებმა უკვე მიიპყრო დასავლეთის ყურადღება. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ჩეჩნეთში, რუსეთისა და ჩრდილო კავკასიის სამომავლო ურთიერთობები, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის საკითხის მიმართ ჩერქეზების პოზიცია.

”ჯეიმსთაუნის ფონდის” პრეზიდენტის გლენ ჰოვარდის განაცხადებით, ”საქართველო უკვე დიდი ხანი მიიჩნევა კავკასიის ცენტრად და წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის”; ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ კონფერენციას.

ბანერები