


ჩეთბოტების აკადემია – LIVE-საინფორმაციო შეხვედრა
ღონისძიებები
პირველ ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი ერთობლივი პროექტის „ჩეთბოტების აკადემია“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
პროექტი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასების მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ ჩეთბოტის აწყობა და თავად შექმნან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოების ან პერსონაჟის ქართულენოვანი ჩეთბოტი, ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც პლატფორმაზე iel.iliauni.edu.ge/ განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება .
პროექტში მონაწილეობის მისაღებად 5 ივლისამდე უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3vWD9Z3
ჩეთბოტების აკადემია 5 ივლისს დაიწყება და მისი მონაწილეები ავტომატურად ჩაერთვებიან ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქის ერთობლივ პროექტში „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“.
საინფორმაციო შეხვედრაზე ორგანიზატორები დეტალურად გაგაცნობენ პროექტს და გიპასუხებენ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
დრო: 1-ლი ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ფეისბუქის გვერდი
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/35Zw0wG
Meeting ID: 872 5465 0370
Passcode: 172873
სწრაფი ბმულები: