ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ჩემი ლიდერიქალი“ - ნინა მარიკიანი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტმა, ნინა მარიკიანმა, გაიმარჯვა "მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ჩემი ლიდერიქალი“.

პროექტის მიზანი იყო, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოევლინა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართული ქალები.

კონკურსში გამარჯვებულ 10 ბლოგერს და მათ გმირებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ნინოწმინდელი ნინა მარიკიანი 2010 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე. ამჟამად მესამე კურსზე სწავლობს და აქტიურადაა ჩართულია უნივერსიტეტის რამდენიმე პროექტში.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები