
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
„ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა“
წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ოლეგ პანფილოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა“ -ასე ჰქვია 500-გვერდიან წიგნს, რომელიც საკმაოდ დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.
„ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადა“ მოიცავს 1994 წლიდან ჩეჩნეთის ორივე ომის პერიოდს, მოგვითხრობს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტების, დაღუპული და დაკარგული ჟურნალისტების შესახებ. მკითხველისათვის ასევე საინტერესო იქნება ინფორმაცია იმ კვლევების შედეგების შესახებ, რომელიც ამ წლებში რუსული საზოგადოებრივი აზრის ცვლილებებს ეხება.
უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის განცხადებით, ეს არის ქრონოლოგია დოკუმენტური მასალისა, სადაც დაწვრილებითაა გადმოცემული ყველა ფაქტი და დეტალი.