


ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება სკოლებში
28-30 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტის SALiS დასკვნითი კონფერენცია.
აღნიშნულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს TEMPUS - ის პროექტის ფარგლებში, მისი მიზანია სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურად სწავლების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ევროპული (ირლანდია, გერმანია, ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.
დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე ბათუმის, ქუთაისის და თელავის უნივერსიტეტებიდან. საკუთარი მოხსენებები წაიკითხეს ირლანდიის, ბულგარეთის, მოლდოვისა და ისრაელის უნივერსიტეტების პროფესორებმა და ზოგადსაგანმანათლებო სკოლების პედაგოგებმა.
უცხოელმა სპეციალისტებმა კონფერენციის მონაწილეებს ასევე ჩაუტარეს ვორქშოპები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგში.