ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების სტემ-ტური ილიაუნიში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის სტემ-ტური ჩატარდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის მართვის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ბალავაძის გაცნობითი ლექცია. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ტექნოლოგიების კორპუსში მდებარე სხვადასხვა ლაბორატორია და გასცნობოდნენ მათი მუშაობის სპეციფიკას. ისინი ესტუმრნენ კონსტრუქციებისა და საშენი მასალების, გეოტექნიკურ და ჰიდრავლიკის ლაბორატორიებს, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორიას; კიბერლაბორატორია უნილაბის დათვალიერების შემდეგ მოისმინეს უნილაბის დირექტორის, სანდრო ასათიანის ლექცია მომავლის პროფესიებისა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სტუდენტური სივრცეები. ილიაუნის გენეტიკის ლაბორატორიაში, სადაც მათ უმასპინძლა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარი მურცხვალაძემ, მათთვის გაიმართა კიდევ ერთი ლექცია, კვლევითი პროექტების მონაწილე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა კი მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

 2021 წელი

ბანერები