


ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის შესწავლა სავალდებულოა ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისათვის. ახალი სასწავლო წლიდან კი ინგლისური ენის სავალდებულო კურსების სწავლებას ჩვენს უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს. ბრიტანეთის საბჭო მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და ბრიტანეთის კულტურის პოპულარიზაციის ლიდერი ორგანიზაციაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს ელჩის მოადგილე საქართველოში მ.ა. დუგლას მაკმილანი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე და უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგი თევზაძე. პრეზეტაციის დაწყებამდე მათ ისაუბრეს აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათი თქმით ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას და სწავლების მაღალ ხარისხს.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის პროექტების მენეჯერი თამუნა კვაჭაძე და გამოცდების მენეჯერი რუსო ბახტაძე. პრეზენტაცია შეეხებოდა ბრიტანეთის საბჭოს მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში, მის წარმატებულობას და დადებით მხარეებს, ასევე ისაუბრეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებულ საერთაშორისო საგამოცდო სისტემებზე და შეფასების კრიტერიუმებზე.