ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბოიკოტი - „რობოტების თამაში“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული

ბოიკოტი, „რობოტების თამაში“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული გუნდია. რომელმაც ჩემპიონობა მონაწილე 12 გუნდს შორის მოიპოვა.
5 ოქტომბერს, „რობოტების თამაში“-ს პირველი ჩემპიონატი, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ჩატარდა, სადაც მონაწილებას ოთხ-ოთხი წევრისგან შემდგარი 12  გუნდი იღებდა.

ჩემპიონატი ორ ნაწილად მიმდინარეობდა: საკვალიფიკაციო ეტაპი და ფლეი-ოფი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო დრო გუნდმა „ერორ“-მა აჩვენა, თუმცა ფლეი-ოფში მომავალ ფინალისტ „კერნელთან“ დამარცხდა. ფინალში ერთმანეთს „ბოიკოტი“ და „კერნელი“ დაუპირისპირდნენ.  „რობოტების თამაში“-ს ფინალი 7 წუთს გაგრძელდა, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „ბოიკოტ“-მა მოიპოვა.

„რობოტების თამაში“-ს პირველი სეზონის გამარჯვებულების პრიზები შემდგენაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - „ბოიკოტი“- ერთკვირიანი ინფო ტური, ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) მეორე ადგილი - „კერნელი“- დასასვენებელი ტური გუდაურში 4 მეგობართან ერთად
მესამე-მეოთხე ადგილები (ნახევარფინალისტები) – „ატომი“ და „ფენიქსი“ - დასასვენებელი ტური ბაკურიანში

ბანერები