ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ბიზნეს ქეისების” ნახევარფინალური შეხვედრა

7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - ”ბიზნეს ქეისების” ნახევარფინალური შეხვედრა. ჟიურის  გადაწყვეტილებით,  თამაშზე  დარეგისტრირებული 28  გუნდიდან  ფინალში  5 გუნდი  გადავიდა.

პროექტის  ინიციატორია  ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა  და  სამართლის  ფაკულტეტზე  არსებული  მომავალ  ეკონომისტთა კლუბი  - “FESC”. პროექტის  მიზანია, დაინტერესებულ  სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია  ბიზნესის სფეროში მიმდინარე  სიახლეებზე, დაეხმაროს  პროფესიული  უნარ-ჩვევების  გამომუშავებაში, პრაგმატულ აზროვნებასა და მოტივირებულობაში.  თამაშის ბიზნეს ქეისები შედგენილია ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორების  მიერ  ქართულ  და  უცხოურ  სახელმძღვანელოებზე  დაყრდნობით.

ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდის წევრებს ფინალურ  შეხვედრაზე  გადაეცემათ ფასიანისაჩუქრები და სპეციალური დიპლომები. პროექტის  ფინანსური  მხარდამჭერია  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტური  თვითმმართველობა.

ბანერები