ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

“ბიზნეს ქეისები 2011“-ის დაჯილდოება

8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ ”ბიზნეს ქეისები 2011”-ის დაჯილდოება გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით   უკვე მეორეჯერ  ჩატარდა (მარტიდან ივლისამდე) პროექტი “ ბიზნეს ქეისები 2011”. პროექტი არის ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას; ამასთანავე, პროექტი მონაწილეებს ეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგვასა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობაში. წელს შარშანდლი 28 გუნდის ნაცვლად აღნიშნულ პროექტში დარეგისტრირდა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვადასხვა უნივერსიტეტის 54 გუნდი.

„ბიზნეს ქეისები 2011“ გაიმართა 3 ტურად, ხოლო პირველი ტური სამ ეტაპად.  გამარჯვებული გუნდები დაჯილოდებაზე გახდა ცნობილი.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ”კომპანია და პარტნიორები” გადაეცა გარდამავალი თასი, სპეციალური დიპლომები, წიგნები და სხვა საჩუქრები. მეორე ადგილი დაიკავეს გუნდებმა - „კოლხი“ და „sunflowers“, ხოლო მესამე ადგილზე გავიდნენ - „დიდი პლიუსი“  და „უხილავი ხელი“.  პროექტის მხარდამჭერი კომპანიის ”კულა”-ს პრეზიდენტმა ვანო გოგლიძემ და ”T&D-თრეიდ ენდ დეველოპმენტ ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა ნუკრი თოდრაძემ თავიანთი რჩეულები გამოავლინეს ორიგინალური ბიზნეს იდეებისთვის და მათ მიერვე დაწესებული პრიზებით დააჯილდოვეს „დიდი პლიუსი“ და“ჰიპერინფლაცია“.

ასევე გამოვლინდა British Midland International-bmi-ის მიერ დაწესებული პრიზის  თბილისი-ლონდონი-თბილისის 2 ბილეთის მფლობელი: თამაზ მახარაშვილი და გიორგი ჯვარშეიშვილი.

გამარჯვებული გუნდების ყველა წევრს „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ გადასცა წიგნები, ფინალისტები დასაჩუქრდნენ „ჯორჯიანუოთერფაუერისგან“ GWP, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობისგან, და ასევე, სხვა პარტნიორი კომპანიებისგან, კერძოდ, ახალგაზრდული მოძრაობა  ”დავიათიანი,” რომელიც აძლევს ბიზნეს ინკუბატორის სახით (საწყის კაპიტალს, ინვენტარს და ა.შ. ) ბიზნეს იდეების რეალიზების საშუალებას და სხვა. 

ახალი სასწავლო წლიდან სტარტს აიღებს შეჯიბრი ”ბიზნეს ქეისები 2012” საქართველოს ყველა აკრედიტირებულ უნივერსიტეტს შორის.

ბანერები