


BG Language-ის სასკოლო ოლიმპიადა
2011 წლის 18 დეკემბერს გაიმართა BG Language-ის მიერ ორგანიზებული სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ტესტები ინგლისურ ენაში. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ღონისძიების სპონსორი იყო.
ოლიმპიადის დაწყებამდე მონაწილეთათვის ილიაუნის სტუდენტებმა გამართეს პრეზენტაცია უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტური ცხოვრების შესახებ, უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე, მყუდრო წიგნის მაღაზია ”ლიგამუსზე”, გემრიელ ”უნიფუდზე”, მრავალფეროვან სპორტულ კომპლექს ”ქარიშხალაზე”, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ილიაუნის თეატრზე და უნიკინოზე, სადაც საუკეთესო ფილმების ჩვენება იმართება ყოველ პარასკევს ყველასთვის სრულიად უფასოდ. მოსწავლეებს დაურიგდათ ფლაერები, ბროშურები და სტიკერები ილიაუნის ლოგოთი. სტუდენტებმა ასევე დაპატიჟეს ოლიმპიადის მონაწილეები და მათი მშობლები ღია კარის დღეებზე, რომლებიც 18 და 25 თებერვალს გაიმართება.