ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ბაზისური და კლინიკური ენდოდონტიის” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ორგანიზებული იყო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გოგილაშვილი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო სამხარაძე.

პროფესორმა გია მენაბდემ ისაუბრა სტუდენტთათვის ამ წიგნის მნიშვნელობაზე და დიდი მადლობა გადაუხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თანადგომისთვის.

სახელმძღვანელო ითვალისწინებს ენდოდონტიური დაავადებების მკურნალობის მიზნით მოწოდებული საშუალებების და მეთოდების რაციონალური შერჩევის პრინციპებს, რომელსაც გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები, არასასურველი გართულებები და თავისებურებები უდევს საფუძვლად.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, რეზიდენტების, დოქტორანტების, ექიმების და ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტებისათვის. წიგნის შინაარსი და მასში გადმოცემული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ექიმებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

ბანერები