


ბავშვობა ძალადობის გარეშე
ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიაუნის წიგნის მაღაზია”ლიგამუსში” გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ბავშვობა ძალადობის გარეშე“. ამ დღეს მთელი მსოფლიო ერთიანდება გლობალური პრობლემის – ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით ცდილობს, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა უფლებების პატივისცემის კუთხით.
ღონისძიება მიეძღვნა ასევე თბილისის უმაღლესი სასწავლებლებისთვის შექმნილი საკითხავი მასალის „ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხების“ პრეზენტაციას, ასევე მოეწყო საჯარო დისკუსია ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებზე და მათ პრევენციაზე. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგები, ექიმები, პედიატრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.