


ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაცია/მიღება
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამებზე:
- „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“
- „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“
- „დაკვირვება და შეფასების მეთოდები/ პორტფოლიოს წარმოება“
- „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება ადრეულ ასაკში“
თითოეულ პროგრამაზე ლექციები ჩატარდება 19 სექტემბრიდან კვირაში 2-ჯერ, სამუშაო დღეებში, 18:00-დან 21:00 საათამდე, დისტანციურად. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3Rpwbap ან რეზიუმე (CV) გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 15 სექტემბერი
სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 250 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15
2022 წელი