ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბაკალავრიატის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. საზეიმო ღონისძიება 26 ივნისს გაიმართა. სწავლის დასრულება ახალგაზრდებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ მიულოცა: ”თქვენ მოგეცით მაქსიმალური თავისუფლება, რადგან არჩევანის თავისუფლება არის ადამიანის მოთხოვნილება; გისურვებთ წარმატებებს, რადგან წარმატება განაპირობებს სიმშვიდესა და თავისუფლებას”.

ბაკალავრებს სწავლის დასრულება მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს ომბუდსმენმა - გიორგი ტუღუშმაც: ”ცხოვრება სავსეა გამოწვევებითა და სირთულეებით. ილიას უნივერსიტეტის კედლებში მიღებული ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში".

ტრადიციისამებრ, საზეიმო სიტყვა წარმოთქვა რამდენიმე სტუდენტმაც. მათი თქმით, ილიას უნივერსიტეტმა გაამართლა მოლოდინი და ყველაზე მეტად რაც ხიბლავდათ, ეს იყო მოქნილი სასწავლო სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის ბაკალავრებს შორის იყო მომღერალი ელენე კალანდაძეც, პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილე, რომელმაც რამდენიმე სიმღერა ბენდთან ერთად შეასრულა.

ყოველი სასწავლო წლის დასასრულს, ივნისის ბოლო შაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი იმართება.

ბანერები