ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბაკალავრია​ტის დამთავრები​ს ცერემონიალ​ი ილიაუნიში

2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  2000-ზე მეტმა ბაკალავრმა დაამთავრა.

25 ივნისს, ზაფხულის ბოლო შაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გახსნა, რომელმაც კურსდამთავრებულებს მადლობა გადაუხადა
ოთხწლიანი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდა და სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა. ბაკალავრების სახელით სიტყვით გამოვიდა სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ოთო ხუციშვილი, რომელმაც აღნიშნა: ”დღეს ჩვენ ოფიციალურად ვამთავრებთ უნივერსიტეტს, ვამთავრებთ ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. ეს ის მომენტია, როდესაც კიდევ ერთხელ გვჭირდება დაფიქრება, თუ ვინ ვართ და რა გვინდა გავაკეთოთ მომავალში. ჩვენ ვირჩევთ საკუთარ გზას.”
 
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გამართა ილიაუნის როკ-ფესტივალის გამარჯვებულმა სტუდენტურმა ჯგუფმა “The Pulse”.
უკვე მეორე წელია კომპანია Red Bull ასაჩუქრებს ღონისძიებაში მონაწილე ყველა კურსდამთავრებულს სამახსოვრო დიპლომით და უფასო red bull-ით.

ბანერები