
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება
შაბათს, 29 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა რიცხვი კიდევ 1 500-ით გაიზარდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს ეს ღირსშესანიშნავი დღე რექტორმა გიგი თევზაძემ და პროფესორებმა მიულოცეს.
ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც უნივერსიტეტის როკ ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას. სამახსოვრო საჩუქრები დაარიგეს ”რედ ბულის” წარმომადგენლებმაც.ტრადიცია არც წელს დაირღვა და კურსდამთავრებულებმა ქუდები ცაში აყარეს...
ღონისძიება დაასრულა ულამაზესმა ფეიერვერკმა.