
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
Azrebi.ge-ის დაბადების დღე
21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი Azrebi.ge ორი წლის გახდა.
ამ დღის აღსანიშნავად მოეწყო სტუდენტური აქცია- ”ილიაუნელების ფერადი აზრები” - ა კორპუსის ფოიეში რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა მსურველს შეეძლო თავისი ნებისმიერი აზრი ფერად ფურცელზე დაეწერა და კედელზე გამოეკრა.
Azrebi.ge არის ვებ-საიტი, რომელსაც ჰყავს თერთმეტი მასპინძელი (ცნობილი პოეტები, მწერლები, ფილოსოფოსები და სხვა სფეროების წარმომადგენლები), ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაუგზავნოს მათ თავისი დაწერილი თუ ვიდეოაზრები, განურჩევლად თემისა და შინაარსისა, რომლებიც შემდგომ განთავსდება კონკრეტული მასპინძლის გვერდზე.