
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ახალწვეულების გასვლითი სკოლა ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე
ახალი ამბები
23-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი კურსის სტუდენტებისთვის ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე ჩაატარებს გასვლით სკოლას ახალწვეულებისთვის.
გასვლითი სკოლის პირველ ნაკადს გაუძღვებიან ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები: დავით თარხნიშვილი, მარიამ დალაქიშვილი, გიორგი ღვინჯილია.
გასვლითი სკოლის საორგანიზაციო ჯგუფმა შეარჩია 50 სტუდენტი, რომლებიც ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დააგროვეს ყველაზე მაღალი ქულები.
შერჩეული სტუდენტების მონაწილეობის ხარჯებს (ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში ცხოვრება, სასწავლო მასალები) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დრო: 23-25 სექტემბრი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზა