ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ახალი თბილისის” პრეზენტაცია

25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში” გაიმართა ფონდ „ახალი თბილისის“ ღია საინფორმაციო შეხვედრა და
წარმოდგენილ იქნა პროექტ „ახალი თბილისის“ კონცეფცია, განვითარების პერსპექტივები და სამომავლო ხედვა.

,,ახალი თბილისი“ ქალაქ თბილისის მერიის ფართო მასშტაბიანი პროექტია. მისი მიზანია, თბილისის, როგორც მეტროპოლისის გაფართოების, ფუნქციური გადანაწილების უზრუნველყოფა და თანამედროვე უბნის მშენებლობა.


ახალი თბილისის მშენებლობა 2012 წელს დიღმის ტერიტორიაზე  დაიწყება. ახალი თბილისი 230 ჰექტარზე გაშენდება, რამდენიმე ზონად დაიყოფა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. აქ განთავსდება სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, კომერციული  და საოფისე ფართები, საცხოვრებელი სახლები და რეკრეაციული ზონა, სრულყოფილად განვითრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მრავალი პროექტი განხორციელდება, რაც მას ინვესტორებისთვის მიმზიდველს გახდის.

პროცესში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ახალი უბანი გაშენდება აქამდე აუთვისებელ ტერიტორიაზე, მოზიდულ იქნება მილიონობით ინვესტიცია, რაც თბილისელების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ბანერები