ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი თანამშრომლობის მემორანდუმი

17 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა "ალიანს გრუფ ჰოლდინგთან" და "ევრაზია მენეჯმენტ ჰაუსთან”. პროგრამის მიზანია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, რაც ასევე წარმოადგენს ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი "ევრაზია მენეჯმენტ ჰაუსთან” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ მეწარმეობის განვითარების ტრეინინგ პროგრამას, სადაც ახალგაზრდები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა დაგეგმონ, დააფინანსონ და აწარმოონ საკუთარი, მცირე და საშუალო ბიზნესი სოფლის მეურნეობის, აგრომრეწველობის, მცირე მასშტაბის მრეწველობის, ტურიზმისა თუ სხვა დარგებში. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "ალიანს გრუფ ჰოლდინგი" პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტზე გამოყოფს სესხს 700 ლარის ოდენობით. ასევე ყოველი წარმატებული კანდიდატი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, რათა წამოიწყოს საკუთარი მცირე ან საშუალო ბიზნესი. ხოლო მათ, ვისაც სურვილი არ აქვს საკუთარი ბიზნესწარმოების, ტრეინინგ პროგრამა საშუალებას აძლევს, გაიმყარონ ცოდნა ბიზნეს საქმიანობაში და დასაქმდნენ.

ყოველი წარმატებული კანდიდატი მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატს მეწარმეობის განვითარების სფეროში. პირველი ორი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 1000 ახალგაზრდას შეასწავლოს მეწარმეობის განვითარების პროგრამა, როგორც საპილოტე პროგრამა, რომელიც საბოლოოდ მიიღებს საზოგადოებრივი ინსტიტუტის სახეს.

ბანერები