ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სტუდენტური კლუბის პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ახლად ჩამოყალიბებული სტუდენტური კლუბის ”უნიგართობის” (unifun) პრეზენტაცია შედგა.

კლუბის მიზანია საუკეთესო სტუდენტური ცხოვრების შექმნა და გახალისება, სტუდენტთა შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება, გეზის აღება ჯანსაღი ცხოვრებისაკენ და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრების მოწყობა. კლუბის მიზნებში შედის ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენა, სხვადასხვა შემოქმედებითი  ღონისძიების ჩატარება, მოდების კვირეულის ორგანიზება, სასიყვარულო ურთიერთობების წახალისება, იუმორისტული თამაშების ჩატარება, პოეზიის საღამოების გამართვა, მუსიკალური ფესტივალების მოწყობა, პიკნიკებსა და ლაშქრობებზე წასვლა და სხვა აქტივობები.

ბანერები