ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა საბუნებისმეტყველო მიმართულების ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია. ღონისძიება გრიგოლეთში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო კვლევების ცენტრში მოეწყო.
პრეზენტაციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი. მისი თქმით, პროექტი, რომელიც ხორციელდება GIZ -ს მხარდაჭერით, გულისხმობს სამაგისტრო სწავლების განვითარებას ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მეტყევეობის როგორც სამეცნიერო, ასევე ბიზნესის მიმართულებით.

ახალი ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სამაგისტრო კურსები მომზადდა გიოტინგენის უნივერსიტეტთან (Georg-August University Goettingen) თანამშრომლობით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ) დახმარებით.

ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ღიაა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ბაკალავრიატის (BSc), ასევე სამენეჯმენტო, სოციალურ და ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამების კურსდამთავრებულთათვის. სწავლა მიმდინარეობს ქართულად და ინგლისურად.

ბანერები