ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სამაგისტრო პროგრამა ”სადაზღვევო საქმე ”

პირველად საქართველოში ინოვაციური, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა - "სადაზღვევო საქმე"!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროგრამის უნიკალურობა განისაზღვრება მსოფლიოს საუკეთესო სკოლების გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების უახლესი მეთოდოლოგიების გამოყენებითა და თეორიული მომზადებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების კომბინაციით.  

"სადაზღვევო საქმე" პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამაა. მისი მიზანია დაზღვევის მენეჯერების მომზადება, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო პროგრამის მეშვეობით დაეუფლონ  დაზღვევის კომპეტენციების მთელ სპექტრს, შეძლონ სადაზღვევო საქმის ურთულესი, კონცეპტუალური პრობლემებისანალიზი და გადაწყვეტა, განივითარონ და გაიღრმაონ დაზღვევის სფეროს მართვისათვის აუცილებელი ისეთი სპეციფიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა: სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის აქტუალური აღრიცხვა, ანდერაითინგი, სადაზღვევო ორგანიზაციის მართვა, დაზღვევა და რისკის მართვა და სხვ.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ბიზნესის ფაკულტეტის მიერ შემუშავებულ ბიზნესის სიმულაციის (სადაზღვევო ორგანიზაცია) ინოვაციურ პროგრამაში და  მოახდინონ თეორიული ცოდნის ტრანსფორმირება ბიზნესის კეთების პრაქტიკულ უნარებად. შედეგად კი, შეძლებენ იმუშაონ სადაზღვევო ორგანიზაციის სხვადასხვა თანამდებობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაზღვევის სფეროს ყოველი პოზიციის მნიშვნელობის გაცნობიერებასა და შესაბამისი პასუხისმგებლობის შეგრძნების გამომუშავებას.

ბანერები