ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი პროექტი - „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შექმნა“

ახალი ამბები

2014 წლის 16-21 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო ახალი პროექტი - „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შექმნა“.

პროექტის ფარგლებში, თორმეტი მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისა და პოპულარიზაციის უახლოეს მეთოდებს დაეუფლა. პედაგოგები გაეცნენ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისმუშაობის სპეციფიკას, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ჩამოყალიბების, მუშაობისა და განვითარების სტრატეგიებს.

სასწავლო ვიზიტის შემდეგ მასწავლებლები ჩამოაყალიბებენ საბუნებისმეტყველო კლუბებს და მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, საიდანაც ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები