


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ილიაუნიში
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოფენა ”ბერტა ზუტნერი - სიცოცხლე მშვიდობისათვის” გადასცა საჩუქრად.
24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიის ბიბლიოთეკას ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დოქტორი მიხაელ შპინდელეგერი ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ბატონმა შპინდელეგერმა ავსტრიის ბიბლიოთეკაში სტუმრობითა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში.
გამოფენა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიის ბიბლიოთეკას გადაეცა საჩუქრად, ეძღვნება ავსტრიელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოებიდან 100 წლისთავს. ბერტა ზუტნერი 1876-1885 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიხურება შერატონ მეტეხი პალასში 2008 წლის ოსკაროსანი ფილმის შტეფან რუზოვიცკის ”ყალბის მქმნელების” ჩვენებით.