ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ავსტრიის ელჩის ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

2014 წლის 11 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია შეხვდა ავსტრიის ელჩს აზერბაიჯანში, სილვია მაიერ-კაჟბიჩს, კრემსის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის გენერალურ დირექტორს, პროფ. ჰაინც ბოიერს, და ამავეუნივერსიტეტის პრორექტორს, დოქტორ კარლ ენსფელნერს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ღვითისიაშვილი, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი, ნიკო გეგეშიძე, და ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლა ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს ორ უნივერსიტეტსშორის მემორანდუმის გაფორმებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები