


ავსტრიელი მწერალი მარტინ აუერი ილიაუნიში
22-24 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ღონისძიება -„ავსტრიის დღეები - 2013 საქართველოში". ღონისძიება მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით. სამდღიანი პროგრამა წარმოადგენდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გერმანული ენის პედაგოგებისათვის. სემინარში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლის 22 მასწავლებელმა. სემინარს ხელმძღვანელობდა ავსტრიელი ექსპერტი, დოქტ. ალექსანდერ ბურკა. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
პროგრამის ფარგლებში აგრეთვე ილიაუნის სტუმრად ეწვია ცნობილი ავსტრიელი მწერალი და პუბლიცისტი მარტინ აუერი, რომელმაც გამართა ლიტერატურული კითხვის საღამო ავსტრიულ ბიბლიოთეკაში. მან წაიკითხა ფრაგმენტები საკუთარი ნაწარმოებებიდან. დასასრულს გაიმართა დისკუსია.
მარტინ აუერმა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „ლიტერატურული წერა გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების პროცესში“.