ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ავსტრიელი დიპლომატები ილიას უნივერსიტეტში

26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულმა ბიბლიოთეკამ ავსტრიის ეროვნული დღესასწაული აღნიშნა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში - დოქტ. მიხაილ პოსტლიმ და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სექციის ხელმძღვანელმა - დოქტ. მარტინ აიხტინგერმა წაიკითხეს მოხსენება თემაზე: “ავსტრიის ეროვნული დღესასწაული: 1955 წ. 26 ოქტომბერი – კანონი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ“.

გარდა ამისა, ავსტრიელი დიპლომატები შეხვდნენ უნივერსიტეტის პროფესორებს და ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ნაჩვენები იყო ფილმი "გუსტავ კლიმტი" (მთავარ როლში ჯონ მალკოვიჩი), რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის (1862–1918) ცხოვრებას.

ბანერები