ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში, თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ამოქმედდა

ახალი ამბები

2015 წლის 2 ივლისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბებისხელშეწყობას გამოყენებითი ქცევის ანალიზზე დაფუძნებული თერაპიისა და საჭიროების შემთხვევაში, სენსორული ინტეგრაციის პროგრამისა და მეტყველების თერაპიის კომბინაციით. თვეში გათვალისწინებულია 20 ინდივიდუალური სესიის ჩატარება. ABA თერაპიის ხანგრძლივობა ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში 90 წუთია.

ქვეპროგრამის ფარგლებში ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი მომსახურებას გაუწევს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 60 ბავშვს.

ბანერები