ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიაუნიში

2 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სპექტაკლში, რომლის რეჟისორიც თიკო მუზაშვილია, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად აუტიზმით დაავადებულმა ბავშვებმაც ითამაშეს. აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიკო კერესელიძის განცხადებით, აუტიზმის მართვა ძალიან რთული პროცესია და საზოგადოების ინფორმირებულობას მოითხოვს. ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება.

2010 წლის მაისში საქართველოს აუტიზმის ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დაარსდა აუტიზმის ცენტრი, რომელიც სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებაა და სკოლამდელი ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის არის შექმნილი. ცენტრში მიმდინარეობს ყოველდღიური, ინტენსიური, ინდივიდუალური ინტერვენცია ე. წ. ABA მეთოდით, ამერიკული ანალოგიური დაწესებულებების გამოცდილების გათვალისწინებით. აუტიზმის ცენტრი აგრეთვე გახლავთ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკული ბაზა, სადაც მომავალი ფსიქოლოგები აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდებთან მუშაობის ყველა სპეციფიკას ეუფლებიან.

ბანერები