ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”აუტიზმის ცენტრის” პრეზენტაცია

22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ”აუტიზმის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა.

”აუტიზმის ცენტრი” შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ”საქართველოს აუტიზმის ასოციაციის”  მიერ. ცენტრი მიზნად ისახავს 3-დან  6 წლამდე აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქო-სოციალურ აბილიტაციას ABA-ს (გამოყენებითი ქცევის ანალიზი) მეთოდით  ფსიქოლოგიური ტრენინგების მეშვეობით.

”აუტიზმის ცენტრი” უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ABA-ს მეთოდის სწავლებას  და ქმნის ბაზას მათი სასწავლო პრაქტიკისათვის. აღნიშნული მეთოდი ძალზე გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში და საქართველოშიც ნელ-ნელა მკვიდრდება.

მსოფლიო მასშტაბით აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი მნიშვნელოვნად მატულობს. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა კი იგრძნობა  თითქმის ყველგან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ”აუტიზმის ცენტრის” დატვირთვაა, ჩამოაყალიბოს რესურსცენტრი აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.

ბანერები