ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა, რომელსაც უკვე წელიწად-ნახევარია ახორციელებს განათლების სამინისტრო, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ პროგრამის  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წარმომადგენლები  და კოორდინატორი ანუკა ურუშაძე.

პროგრამაში მონაწილეობის  მიღება შეუძლია  მას, ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და ასევე სტუდენტებს. მსურველები უნდა ფლობდნენ   ინგლისურ ენას  თავისუფლად. შერჩეული მონაწილეები გაიგზავნებიან რეგიონების სკოლებში. ყველა მოხალისეს, ვინც მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში და ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რეგიონის საჯარო სკოლაში, სურვილის შემთხვევაში, აქვს საშუალება სახელმწიფოსგან მიიღოს მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება, გახდეს მაძიებელი და პროფესიონალი პედაგოგი.

შერჩეული მონაწილეები სკოლაში მუშაობის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას  500 ლარის ოდენობით. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მათ  შესაბამის რაიონში საცხოვრებელი ადგილით ადგილობრივ ოჯახში.

პროგრამის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  უპასუხეს აუდიტორიაში დამსწრე სტუდენტების შეკითხვებს.

ბანერები