ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრინკსი ილიაუნიში

12 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს აშშ-ის ელჩის მოადგილის 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე ელჩის მოადგილემ შეაფასა ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ისაუბრა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ როლზე, ასევე, ეთნიკური ჯგუფების ჩართულობაზე სამოქალაქო პროცესებში.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ–ის კონგრესს ყოველწლიურად უგზავნის აღნიშნულ ანგარიშს. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ–ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომელთაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ითვალისწინებს.

ბანერები