ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

"არიქა დო ვარიქას" წარმატება მინსკში

თეატრალიზებულმა კონცერტმა "არიქა დო ვარიქა" მინსკში ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე "თეატრალური კუფარი (თეატრალური ზარდახშა)"  ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.

 ბელორუსული ფესტივალის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ხელოვნების მეშვეობით დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა. თეატრალურ ფესტივალზე ახალგაზრდა ხელოვანებისათვის ტარდება მასტერკლასები, ტრეინინგები და დისკუსიები, სადაც სტუდენტები ერთად აფასებენ ნანახ სპექტაკლებს; ღონისძიებები, სადაც სტუმრები საკუთარი ქვეყნის კულტურას წარმოაჩენენ და ამავდროულად, ფესტივალის პარალელურად ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები ერთად მუშაობენ თეატრალურ წარმოდგენაზე, რომელიც საზეიმო დახურვისას იმართება.

 წელს ბელორუსიის ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს ათი წელი შეუსრულდა. ფესტივალში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან და ა.შ.

"არიქა დო ვარიქას" შემოქმედებითმა ჯგუფმა მინკსში ერთი კვირა დაჰყო და  29 სექტემბერს საქართველოში დაჯიდლოვებული დაბრუნდა.

ბანერები