ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აქტუალური საკითხები ყბა–სახის ქირურგიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა სტომატოლოგებისათვის, ექიმი-რეზიდენტებისა და მკვლევრებისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია “სტომატოლოგიისა და ყბა–სახის ქირურგიის აქტუალური და ფუნდამენტური საკითხები”. ლექცია ორგანიზებული იყო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაციის მიერ.

ლექციის დაწყებამდე დამსწრე ახალგაზრდა სტომატოლოგებს მიმართა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაციის პრეზიდენტმა და გააცნო მათ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით დაგეგმილი ჩემპიონატის შესახებ, რომელიც იმართება ახალგაზრდა სტომატოლოგებს შორის.

საჯარო ლექციის დაწყებამდე ახალგაზრდებს მიმართა და წარმატება უსურვა ასევე პროფესორმა გია მენაბდემ.

პრეზენტატორი იყო პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექცია სტომატოლოგიისა და ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ და ფუნდამენტურ საკითხებზე.

ბანერები