


App development ტრენინგკურსი სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად 25 ნოემბრიდან სტუდენტებს სთავაზობს აპლიკაციების კურსს, რომელიც ფიზიკურ ფორმატში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
გაინტერესებთ აპლიკაციების შექმნა მაგრამ არ იცით, როგორ დაიწყოთ ამისთვის მომზადება? ოცნებობთ საკუთარი აპლიკაციის გამოშვებაზე, ამასთან გსურთ ისწავლოთ მეგობრულ გარემოში? მაშინ ეს კურსი იდეალურია თქვენთვის.
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პროგრამირების ძირითადი საფუძვლები. კურსზე შეისწავლება Android პლატფორმაზე მობილური აპლიკაციების შექმნა, პროგრამის გამართული ინტერფეისისა და პროგრამული არქიტექტურის შემუშავება.
რაც უფრო მოწინავეა ჭკვიანი მოწყობილობები, მით იზრდება მოთხოვნა აპლიკაციების შემქმნელებზე. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით სტუდენტები დაეუფლებიან მათთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს და შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ უნარები ამ მიმართულებით.
რას ისწავლი კურსის ფარგლებში?
- Web development-ის საფუძვლებს (HTML, CSS, JavaScript)
- React Js-ის საფუძვლებს (მოიცავს მხოლოდ თეორიულ მასალას)
- React Native-ს
- მარტივი პროგრამების დაწერას
- მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციების დამზადებას
- პროექტებზე მუშაობას
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს საკუთარი აპლიკაციის შექმნას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კურსის გავლა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ დაეუფლონ აპლიკაციების შექმნის ტექნიკებს.
როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 21 ნოემბრისა.
კურსი არის დამწყებთათვის, შესაბამისად არ საჭიროებს საბაზისო ცოდნას.
მონაწილეებს შევარჩევთ ორ ეტაპად. სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე გადარჩეულ მონაწილეებს გაეგზავნებათ გარკვეული ტექნიკური დავალება, შესრულებული დავალების შედეგად კი შეირჩევა საბოლოო, 20 მონაწილე.
ფორმატი: ფიზიკური. კურსი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
► სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/3FOWrbu
ტრენინგის ხანგრძლივობა– 1 საათი
სამუშაო ენა: ქართული
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2022 წლის 24 ნოემბრისა.
შენიშვნა: კურსის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.
კურსი უფასოა.
ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z
#fablabiliauni
#appdevelopment
2022 წელი