ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ამიერკავკასიის ჩემპიონი მძლეოსნობაში ილიაუნელია

ახალი ამბები

თბილისის განახლებულ მძლეოსნობის სასახლეში დასრულდა მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ამიერკავკასიის თასისთვის ქართველებთან ერთად სომხები, აზერბაიჯანელები და ლატვიელები იბრძოდნენ. სიმაღლეზე ხტომაში  ოქროს მედალი მოიპოვა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, 23 წლის ზურაბ გოგოჭურმა (2 მეტრი და 11 სანტიმეტრი). გოგოჭური საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.  მას საერთაშორისო სარბიელზეც არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის: 2012 წელს ბულგარეთის ჩემპიონატი მოიგო პირადი რეკორდით (2 მეტრი და 28 სანტიმეტრი), თუმცა მაშინ ლონდონის ოლიმპიადის საგზურისათვის 2 სანტიმეტრი დააკლდა; ამიერკავკასიის ჩემპიონატამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი იაროსლავლის ოლქის ჩემპიონი გახდა (2 მეტრი და 16 სანტიმეტრი). სპორტსმენი ამჟამად 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადება მსოფლიოს ექსჩემპიონის, ვლადიმირ რიბაკოვის, ხელმძღვანელობით. გოგოჭური ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობასაც გეგმავს. ჩემპიონატი 2014 წლის 22-23 ივნისს გაიმართება თბილისში.

ბანერები