ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციამ ილიაუნის პროფესორი თამთა ხალვაში საპატიო აღნიშვნით დააჯილდოვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანთროპოლოგიაში, თამთა ხალვაში ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციის (AAA) ყოველწლიურ კონფერენციაზე საპატიო აღნიშვნით დააჯილდოვა პოსტსაბჭოთა კვლევების კავშირის საბჭომ. ღონისძიება 17 ნოემბერს, ქალაქ სან-ხოსეში (კალიფორნია, აშშ) გაიმართა.

თამთა ხალვაშს პრიზი გადაეცა სტატიისთვის, The Horizons of Medea: Economies and Cosmologies of Dispossession in Georgia, რომელიც მან The Journal of Royal Anthropological Institute-ში გამოაქვეყნა. სტატიაში წარმოდგენილია მითოლოგიის გაანალიზების ახლებური თეორიული მიდგომა ანთროპოლოგიაში. ის განიხილავს მედეას მითოლოგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შემთხვევებს საქართველოში, რაც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული მედიუმებისა და მატერიალური ფორმების საშუალებით ხორციელდებოდა.
ავტორი განმარტავს, რომ მითოლოგიურ კოსმოლოგიებს არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული ეფექტები ადამიანებზე. ისინი არა მხოლოდ სოციალური თუ პოლიტიკური ერთობების სტრუქტურირებას ახდენენ, არამედ ქმნიან ბუნდოვან ჰორიზონტებს ამ ერთობების, მათი მომავლისა და წარსულის შესახებ.

 

ბანერები