ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის გახსნა

13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელი და სხვა ოფიციალური პირები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი არის კვლევითი ცენტრი, სადაც შექმნილია მუშაობის და კვლევის თანამედროვე პირობები სხვადასხვა დარგის მეცნიერებისათვის. ამავე დროს ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი შეასრულებს როგორც სტეფანწმინდის, ასევე მთლიანად ამ რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას. აქ შესაძლებელი იქნება კონფერენციების, სემინარების, საზაფხულო სკოლების და სხვა ღონისძიებების ჩატარება რეგიონის ახალგაზრდებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ 2009-2010 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 625 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადო ამ სამეცნიერო ცენტრის განვითარებაში.

ბანერები