ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის მეორე სხდომის გადაწყვეტილებით უნივერიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 11 მარტი.

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორის თანამდებობაზე კონკურსი 2021 წლის 24 დეკემბერს გამოცხადდა, საბუთების მიღება კი 2022 წლის 25 იანვრიდან  8 თებერვლის 18:00 საათამდე მიმდინარეობდა.

რექტორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში განაცხადი შემოიტანა ორმა კანდიდატმა - ნინო დობორჯგინიძემ და გიორგი გეგელაშვილმა.    

კანდიდატთა სამოქმედო გეგმების მოსმენა წარიმართება საჯაროდ, ონლაინ ფორმატით.  ინფორმაცია აღნიშულთან დაკავშირებით დამატებით განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

აკადემიური საბჭო 

ბანერები