


აკადემიური პალმის ორდენი
ამა წლის 16 თებერვალს საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში მეცნიერებისა ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი ქეთევან ჯაში და ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი ირინა ტუხულოვა დაჯილდოვდნენ აკადემიური პალმის ორდენის კავალერის მედლებით, ამავე ფაკულტეტის სრული პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი კი - ოფიცრის მედლით.
აკადემიური პალმის ორდენი უძველესი ორდენია საპატიო ლეგიონის ორდენის შემდეგ. იგი დააწესა ნაპოლეონ ბონაპარტემ 1808 წელს. მისი განახლება მოხდა 1955 წელს და მას გადასცემენ როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის.
ორდენს აქვს სამი ხარისხი: კავალერი, ოფიცერი და კომანდორი. ბოლო ხარისხი შეიქმნა 1955 წელს. ერთი ხარისხიდან მეორეზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ 5 წლის შემდეგ.