


აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული – მიღება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლიდან ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.
ტრენინგს გამართავენ ამავე კონკურსის მიერ გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.
ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს.
ტრენინგის ფორმატს ირჩევთ თავად:
- ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით;
- პირისპირი ფორმატი.
მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
- მოიცავს 66 საკონტაქტო საათს;
- მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
პროგრამის ძირითადი თემები:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
- ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.
ლექციები გაიმართება 1-ელი ოქტომბრიდან სამუშაო დღეებში დისტანციურად ან პირისპირ.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 სექტემბერი
სწავლის საფასური კურსზე: 450 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2024