ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ადრეული განათლების სასერტიფიკატო კურსები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში დაიწყო ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სასერტიფიკატო ტრენინგპროგრამების განხორციელება. კერძოდ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებული ორი პროგრამა: „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ და „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“. ტრენინგებს უძღვებიან ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის სპეციალისტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის იანვრიდან განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე ტრენინგპროგრამის განხორციელებას.

ბანერები